Friday, April 23, 2010

ინფორმაცია გაზეთის შესახებ

ინფორმაცია
ორგანიზაციის შესახებ
`კახეთის ხმა~ 2002 წლიდან გამოიცემა და პირველი დამოუკიდებელი გაზეთია კახეთის რეგიონში, რომელიც დღემდე ყოველკვირეულად გამოდის და ქალაქ თბილისთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოს 8 რაიონში ვრცელდება.
ორგანიზაცია რეგისტრირებულია გურჯაანის რაიონის სასამართლოს მიერ 2002 წლის 22 იანვარს. რეგისტრაციის # 27/2-23.
ორგანიზაციის მიზანია დამოუკიდებელი მედიის პრინციპების დაცვა და დემოკრატიული განვითრების ხელშეწყობა.
სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს რედაქციის შინაგანაწესი, რომელსაც 3 თვეში ერთხელ განიხილავს სარედაქციო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი. შინაგანაწესის მთავარი მოთხოვნა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვა, წყაროს კონფიდენციალურობის გარანტიები და ინფორმაციის ექსკლუზიური მოპოვების უპირატესობების აღიარებაა. რედაქცია ყველა შემთხვევაში იყენებს ორივე მხარისათვის კომენტარის თანაბარი გამოყენების წესებს და აგრეთვე, დამოუკიდებელი ექპერტის აზრს. რედაქციის მუშაობის ძირითად მიმართულებად რჩება ინფორმაციის, თვალსაზრისისა და კომენტარის გამიჯვნა. ამ პრინციპების დაცვისათვის ორგანიზაცია სისტემატურად ატარებს შიდა ტრეინიგებს და მონაწილეობს სხვადასხვა პროფესიულ ტრეინინგ-სემინარებში.
2005 წლიდან `კახეთის ხმა~ შეუერთდა მედია საბჭოს მედიის პროფესიული ეთიკის სტანდარტებს. 2003-2004 წლებში დამოუკიდებელი მედიის კვლევის გამოცემებში -`მედია რუკა~ `კახეთის ხმამ~ ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და დადებითი დახასიათება მიიღო. რეიტინგული გამოკითხვებით, `კახეთის ხმა~ რეგიონში წამყვან მედია საშუალებად ყალიბდება. სწორედ პროფესიული ნორმების დაცვით აიხსნება `კახეთის ხმის~, როგორც მედია საშუალების რეიტინგისა და გავლენის ზრდა რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო IღEX ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ტირაჟის გაზრდისა და ტექნიკის აღჭურვის დახმარების ხელშეწყობა, რომლის დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ შეინარჩუნა განვითარების კურსი და ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს ტირაჟი.
ამჟამად, გაზეთი A-2 ფორმატის 8 გვერდიანია. ტირაჟი მერყეობს 2500-8000ეგზემპლარი თვეში. (1000-2000) კვირაში. მაქსიმალური ტირაჟი კვირაში დაფიქსირდა 5000 ეგზ(2003 წელს არჩევნების დროს). დასტურდება, რომ ტირაჟის ზრდა პირდაპირპროპორციულია რეკლამის ზრდასთან. 2005 წლიდან სწორედ IღEX ის პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ორგანიზაციის რესურსების მობილიზებით გაიზარდა არა მხოლოდ გაზეთის ტირაჟი, არამედ პერიოდულობა და თემატურობაც. დაიბადა ახალი გამოცემები: `მესიჯი~ ბავებისათვის, `კახეთის ქალები~, `აბჯარი~ და `თელავის ბიზნესი~, კახეთის ბაზარზე ამგვარი მცდელობა არის პირველი და ამდენად, მკითხველი, რომელიც აქამდე მხოლოდ რესპუბლიკურ გაზეთებს ანიჭებდა უპირატესობას, ნელა-ნელა ინტერესდება ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიით. ამ გამოცემების გავრცელებისათვის პირველად რეგიონში გაზეთმა საკუთარი რესურსებით დაიწყო ტელემარკეტის გამოყენება, რის შემდეგაც 20%-ით მოიმატა ხელმომწერთა რაოდენობამ. თუმცა მიტანის პროცესის უზრუნველყოფა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ხელმოწერის გაფორმებამდე ერთი თვით ადრე ხელმოწერა იყო უფასო, ორგანიზაციას არ გააჩნდა დისტრიბუციისათვის აუცილებელი საკუთრი რესურსი.
საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჟურნალის - `კახეთის ბიზნეს ცნობარის~გამოცემა, რომლის განხორციელება კრედიტის აღებით გახდა შესაძლებელი. ამ გამოცემამ გაზარდა ორგანიზაციის შესაძლებლობები განავითაროს ბიზნეს პროექტები და მოიძიოს რეკლამის დამატებითი წყაროები, თუმცა გარკვეული რისკ-ფაქტორები ნამდვილად ანგარიშგასაწევია, რადგან ჯერ კიდევ რთულია რეგიონში რეკლამის მოპოვებაც და პროდუქციის გავრცელებაც.
ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია ფინანსური დამოუკიდებლობა. ბრიტანეთის საბჭოს პროექტის - ბას-ის ფარგლებში განხორციელდა ორგანიზაციის ფინანსური ელექტრონული აღჭურვა, საბუღალტრო პროგრამირება და მარკეტინგისა და მენეჯმენტის ელემენტების დანერგვა. ორგანიზაციას ჰყავს კვალიფიციური ფინანსური მენეჯერი (ბაფის პროგრამის სერთიფიცირებით). ორგანიზაცია აქტიურად ეძებს რესურსებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი ბიზნეს რესურით საგამომცემლო საქმიანობის გაფართოვებას, რეალურს გახდის ტირაჟის მომატების შესაძლებლობებს და შემოსავლების გაზრდის პერსპექტივას.

პროექტების მართვის გამოცდილება და პროფესიული ჯილდოები

• 2003 წელი - `ღია საზოგადოება საქართველოს~ მედია პროექტი `სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება კახეთის რეგიონში~
• 2003-2004 ევრაზიის ფონდი, არჩევნების გაშუქების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
• 2004 წელი ირეხ- მედია ინოვაციების პროგრამა- რეგიონული მედიის განვითარების ხელშეწყობა.
• 2005 წელი ღია საზოგადოების ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური საგამოძიებიო სტატიისათვის;
• 2005 წელი შვედეთის მედია ინსტიტუტში მედია მენეჯმენტის სასწავლო კურსი.
• 2005 წელი ვიზიტი პოლონეთის მედია ასოციისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან, ეფექტური მართვა და მენეჯმენტი;
• 2005 წელი `ბასის~ პროგრამა ელექტრონული ბუღალტერია და ფინანსური მართვა.
• 2006 წელი `კახეთის ხმა~ გახდა ევროკავშირის კონკურსის ლორენცო ნატალის პრიზის ნომინანტი და მოხვდა ევროპული გამოცემის საპრიზო ათეულში, ცნობილ გამოცემებთან, `გარდიენი~ `ლა მონდი~ `ლ უმანიტე~თან ერთად.
• `კახეთის ხმის~ თანამშრომლებს გავლილი აქვთ საერთაშორისო ტრეინიგები მენეჯმენტის, მარკეტინგისა და პროფესიული განვითარების სფეროებში. როგორც საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საზღვარგარეთ.
• 2005 წლის საერთაშორისო კონკურსზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდაჭერისათვის – ლორენცო ნატალის პრიზზეე `კახეთის ხმა~ მსოფლიო ჟურნალისტური ნამუშევრების 50 ნომინანტს შორის მოხვდა. Eევროპის ათეულში `კახეთის ხმის~ ნამუშევარი `მიწისქვეშეთის გამგემგლები~ მეხუთე ადგილზე ევროპის საუკეთესო მედია საშუალებათა გვერდით მოხვდა. Aამავე წელლს `კახეთის ხმამ~ კიდევ ერთი ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისათვის `ღია საზოგადოება საქართველოს~ მასმედიის ეროვნული პროგრამისაგან მიიღო.
• 2008 მსოფლიო პრესის ასოციაციის პრიზი ახალგაზრდული პროექტისათვის – `ახალგაზრდა ლიდერი~

No comments:

Post a Comment